# სარეკლამო ქსელი — მსუბუქი ad server ქართული რეგიონული მედიისთვის > Self-hosted საბანერო რეკლამის სერვერი ქართული რეგიონული მედიისთვის, შექმნილი IoT Lab-ში (თბილისი). > მუშაობს ჩვეულებრივ cPanel ჰოსტინგზე — VPS-ის, Node.js-ის და Composer-ის გარეშე. გამომცემელი საიტზე სვამს ერთ sandbox iframe-ს. ## ძირითადი ინფორმაცია - **სისტემა**: 19 PHP ფაილი, 8 ცხრილი მონაცემთა ბაზაში - **ბანერის ჩვენება**: ერთი SQL მოთხოვნა, ჩაწერის გარეშე; ჩვენებები აღირიცხება ცალკე, გვერდის ჩატვირთვის შემდეგ - **ინსტალაცია**: FTP + ერთი SQL ფაილის იმპორტი + სამი პარამეტრი config-ში - **ოპერატორი**: [IoT Lab](https://iot.org.ge/), თბილისი ## შესაძლებლობები - იზოლირებული sandbox iframe — ბანერს არ აქვს წვდომა გამომცემლის გვერდზე და cookie-ებზე - წონითი როტაცია — რამდენიმე ბანერი ერთ ზონაში - კლიკების ფილტრი — ერთი მომხმარებლის განმეორებითი კლიკი 60 წამში ერთხელ ითვლება; გადამისამართება ბაზიდან, არა URL-დან (open redirect შეუძლებელია) - ბანერები: JPG, PNG, GIF, WebP ან HTML - სტატისტიკა: ჩვენებები, კლიკები, CTR — კამპანიის, ზონისა და ბანერის ჭრილში; ღამის cron ჯამავს მონაცემებს ## როგორ მუშაობს 1. გამომცემელი — მედიასაშუალების სახელი და დომენი 2. ზონა — ადგილი საიტზე და ზომა პიქსელებში; სისტემა ქმნის უნიკალურ ტოკენს 3. კოდი — მზა iframe, რომელიც რედაქცია ერთხელ ჩასვამს 4. კამპანია — ზონები, ბანერი, ჩვენება იწყება მაშინვე ## ტექნიკური მოთხოვნები - PHP 8.1+ (PDO, GD), MariaDB 10.4+ / MySQL - Cron: 2 დავალება დღეში - დისკზე: ~110 KB + ბანერები - ადმინ-პანელი: Bootstrap 5.3, Chart.js ## Revive / OpenX-თან შედარება Revive Adserver და OpenX შექმნილია დიდი სარეკლამო ქსელებისთვის: VPS, Composer, 40+ ცხრილი, ცალკე ადმინისტრატორი. ეს სისტემა — რეგიონული რედაქციისთვის, რომელსაც ერთი რედაქტორი მართავს. ## In English A small self-hosted banner ad server for Georgian regional newsrooms, built at IoT Lab (Tbilisi). 19 PHP files and 8 database tables, runs on shared cPanel hosting with no build step, package manager or queue. Publishers embed one sandboxed iframe. Serving a banner runs one read query and writes nothing; impressions are recorded by a separate beacon. Clicks resolve their destination from the database, which rules out open redirects. ## კონტაქტი - ელ-ფოსტა: lab@iot.org.ge - ტელეფონი: +995 599 543 872 - [ვიჯეტები და სერვისები მედიისთვის](https://itech.com.ge/) ## ტექნიკური პლატფორმა - სისტემა შემუშავებულია და მხარდაჭერილია [IoT Lab](https://iot.org.ge/)-ის მიერ (თბილისი) --- **ბოლო განახლება**: 2026 წლის ოქტომბერი